,,რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, კიშინიოვი, ჩვენი ძმები ლატვიაში, საქართველოში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უნდა დაივიწყოს საკუთარი მიზნები კიევის, ვილნიუსის, ლატვიის, საქართველოსა და ყველა იმ სხვა ქვეყნის შესახებ, რომელსაც ემუქრება.

მისივე თქმით, რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში.

,,რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას.

 

მსგავსი თემები