,,თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა”- კალაძე წულუკიანზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თეა წულუკიანის უწყების მხრიდან სპორტის ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და წულუკიანთან კალაძის დაპირისპირებას ეხებოდა.

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას თეა წულუკიანთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კი ინფორმირებული არ არის.

„დავიწყოთ იქიდან, რომ თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა. რაც შეეხება იმას, რომ სპორტულ ფედერაციებს შეწყვეტილი აქვთ დაფინანსება, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოება რომელიღაც ფედერაციასთან. რასაც მეკითხებით, არ არის სწორი ინფორმაცია და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ავრცელებთ სიცრუეს. მე თუმეკითხებით, მე გცემთ პასუხს ამაზე და თუ ჩემი პასუხი არ გაკმაყოფილებთ,თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მე ვერ შევალ
თეას საქმიანობაში. თეა არის წარმატებული მინისტრი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მას დაუსვათ კითხვა. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სპორტში და არა მარტო სპორტში, თუნდაც კულტურის, ხელოვნების სფეროში და ასე შემდეგ. კულტურის საბჭო აგრძელებს მუშაობას ყველანაირი შეფერხების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები