,,ყველაზე დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება. მისი თქმით, ყველაზე დიდი რისკი ამ ომში პუტინის გამარჯვებაა.

,,პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის კვლავ ემზადება ომისთვის. მას სურს, ისეთი სამყარო, სადაც შეძლებს მეზობლებს თავისი პირობები უკარნახოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა მან ამ ომში გაიმარჯვოს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეიცავს ესკალაციის რისკს. მაგრამ, რისკისგან სრულიად თავისუფალი ვარიანტები არ არსებობს, ყველაზე დიდი რისკი კი არის ის, რომ პუტინი გაიმარჯვებს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები