,,დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“- გიული ალასანია

,,დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი კვლავ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, უკვე ხუთი თვეა ადამიანს მუდმივად სიცხე აქვს. მაგალითად, გუშინ საღამოს 38,3 ტემპერატურა ჰქონდა და დღეს ოდნავ დაეწია, გამუდმებით სიცხე აქვს. ჯერ როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია. ე.ი. ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ ადამიანი მოწამლულია. აი, ეს არის მიზეზი რატომაც ვერ ჭამს. თქვენ “დაგუგლეთ” და ნახეთ, სიცხე რისი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არ ნახავთ იქ მოწამვლას“, – განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები