,,საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში”- ბრიტანეთის ელჩი

,,საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში,”- ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი მიმართვაში აღნიშნავს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე.

„ერთი წლის წინ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა პირველმა რუსულმა ბომბებმა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა.

მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი ვართ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის, განადგურებული ქალაქების და სასოწარკვეთის. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ სიმტკიცეს და სიმამაცეს. ისინი დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე.

უკრაინაში ომმა გამოიწვია დემოკრატიული სახელმწიფოების და ხალხების წარმოუდგენელი კონსოლიდაცია, როგორც ევროპაში, ისე მის მიღმა. საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.

გაერთიანებული სამეფო და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე. Слава Україні!“ – აღნიშნავს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი.

მსგავსი თემები