,,ბრუტალური რუსული აგრესიის წელი, წინ ერთიანობის მომავალი გველის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭირო იქნება”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ბრუტალური რუსული აგრესიის წელი. გმირული უკრაინული წინააღმდეგობის წელი. ევროპული სოლიდარობის წელი. წინ ერთიანობის მომავალი გველის.

თქვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით. ჩვენ იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭირო იქნება”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები