„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“  – აქცია 19:00 საათზე დაიწყება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის სლოგანია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს.“ აქცია  19:00 საათზე დაიწყება.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქ მცხოვრები უკრაინელები ვერთიანდებით და გავმართავთ აქციას პარლამენტთან.

24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. ეს ომი დღემდე გრძელდება და აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება…

გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო! 24 თებერვალს თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით 19:00 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შემოუერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციას პარლამენტთან”, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები