უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავაზე, აშშ-ის პრეზიდენტი „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის, რომელიც მას სჭირდება”, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიას რომელმაც დამატებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაიღო უკრაინისთვის.