შსს-ს ინფორმაციით, რიკოთზე გადაადგილება ეტაპობრივად აღდგა

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ოსული უხვი ნალექისა და გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, შსს განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაი განმარტავენ, პრობლემები თოვლის გამო შიქმნა და შესაბამისი ჯგუფები მთელი რამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა. შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა“ – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი თოვის გამო, წუხელ, რიკოთის უღელტეხილზე რთული მდგომარეობა შეიქმნა, მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ადგილზე რჩებოდნენ.

 

მსგავსი თემები