,,კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინიტროს განცხადებით,  უკრაინა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება.

„არსებული ინფორმაციით, კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის „აზოვის“ ნაციონალისტური ფორმირება“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათივე განცხადებით, შეჭრის საბაბად, დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სავარაუდო შეტევის მოწყობა იგეგმება.

“ამისთვის დადგმულ შეჭრაში მონაწილე უკრაინელი დივერსანტები ჩაცმული იქნებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფორმაში”, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები