,,რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა”- ანტონიო გუტერეში

,,რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა,”- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას, გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას.

,,ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას. თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ”,- განაცხადა გუტერეშმა.

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია გაიხსნა, რომელზეც 193 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები