„გამარჯვების ნაცვლად, პუტინი დამწვარი ტანკებითა და დაბნეული ჯარით დარჩა“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში იმყოფება. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა პუტინი ახლა დამწვარი ტანკებისა და დაბნეული ჯარის იმედადაა დარჩენილი.

„უკრაინელები ძალიან მამაცები არიან. ამერიკა, ევროპა, ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერების კოალიცია ძალიან ერთიანი ვიყავით. დემოკრატია ძალიან ძლიერი იყო. მარტივი გამარჯვების ნაცვლად, რომელსაც იგი განიხილავდა და წინასწარმეტყველებდა, პუტინი დამწვარი ტანკებითა და რუსეთის დაბნეული ჯარებით დარჩა. ის ფიქრობდა, რომ ნატო გატყდებოდა და დაიშლებოდა. ამის მაგივრად, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. მას ეგონა, რომ ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას, ევროპის სიმტკიცის გატეხვას შეძლებდა და ამის მაგივრად ევროპის რუსეთის საწვავზე დამოკიდებულების დასრულებაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები