ბელარუსის მოქალაქეებს აფხაზეთში უვიზოდ  ყოფნა გაუგრძელდებათ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბელარუსის ლიდერს აფხაზეთში გზას უხსნის. როგორც ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბელარუსის მოქალაქეებს შეუძლიათ, აფხაზეთში თავისუფლად ჩავიდნენ და დაისვენონ.

ორმა ე.წ. ლიდერმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„იცით, რომ აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ძალიან კომფორტული კლიმატი და ბელარუს სტუმრებს ყოველთვის მივიღებთ. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ბელორუსის მოქალაქეებს აფხაზეთში უვიზოდ ყოფნა გაუგრძელდებათ. შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია, ბელარუსის ტერიტორიაზე აფხაზური პროდუქციის მიწოდება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან მაღალტექნოლოგიური პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ – აღნიშნა ბჟანიამ ლუკაშენკოსთან.

მან დასავლეთი დაადანაშაულა იმაში, რომ აფხაზეთი დიდი ხანია იზოლაციაში იმყოფება, რუსეთის ძალისხმევით კი დეიზოლაციის გადის.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ლუკაშენკოს იმედი აქვს, რომ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

მსგავსი თემები