ჩინეთი აშშ-ს უპირისპირდება. კერძოდ, ოფიციალური ჩინეთი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომისგან დიდ სარგებელს იღებს.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვან ვენბინი აცხადებს, ჩინეთი არასდროს მიიღებს აშშ-ის მითითებებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.
„აშშ-ი უკრაინის ბრძოლის ველზე იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ვაშინგტონმა ასევე გამოაცხადა კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. აშშ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ჩინეთის იარაღის მიწოდების შესახებ. რა არის მათი განზრახვა? აშშ აცხადებს, რომ სურს მშვიდობის შენარჩუნება. ის დიდ სარგებელს იღებს ომისგან. აშშ-ს სამხედრო ინდუსტრია უკრაინის ბრძოლის ველზე დიდ სიმდიდრეს იძენს. აშშ-ი ოდესღაც ატარებდა ავღანეთში ბოლო ავღანელამდე ბრძოლის პოლიტიკას. დღეს დაუშვებს, რომ უკრაინამ უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს?“, – განმარტავს ვან ვენბინმა.