„ომის დაწყებიდან დღემდე, წლის განმავლობაში მთლიანად შემოვიდა 913 000 ადამიანი“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში შემოსულთა რიცხვი კატასტროფული ნამდვილად არ არის და ეს შეფასება გადაჭარბებულია.

„2022 წელს 869 000 პიროვნებაა შემოსული. მილიონ ოთხასი კვეთა არის მთლიანად, რადგან ვიცით, ძალიან ბევრია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვთქვათ, „ტაქსაობს“, ტვირთს ეზიდება, შეიძლება, დღეში სამჯერ ან ხუთჯერ გადმოვიდეს საზღვარზე. ომის დაწყებიდან დღემდე, წლის განმავლობაში მთლიანად შემოვიდა 913 000 ადამიანი და 866 000 უკან გავიდა.

ასევე, 2019 წელს შემოსული იყო რუსეთის მილიონ 64 000 მოქალაქე და გავიდა მილიონ 67 000 მოქალაქე. გეთანხმებით, რომ 2020 და 2021 წლებთან შედარებით, წელს გაიზარდა, თუმცა 2018-ში და 2019-ში ბევრად მეტი იყო. დაახლოებით 300 000-ით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტები, მე არ ვიგონებ და ამ ციფრებს არ ვწერთ ჩვენ. ეს არის სტატისტიკა. წლევანდელ წელს, 2023 წელს შემოვიდა თითქმის 137 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 150 913 რუსეთის მოქალაქე. ანუ, 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს, პირველი იანვრიდან. ნამდვილად არაა ისე, რომ კატასტროფულად გაიზარდა და რაღაცა უბედურება ხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“.

 

მსგავსი თემები