უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ, თუმცა, მის ვინაობას ამ ეტაპისთვის არა ასახელებენ.

ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, დაღუპული რუსი სამხედროების შეტევის მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი გუშინ სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსგავსი თემები