ზელენსკის თხოვნით, თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან არ გადადგება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს, რადგანაც ეს თავად პრეზიდენტმა სთხოვა.

„ეს ჩემი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო” – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზნიკოვი თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ თავდაცვის უწყებაში კორუფციის ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც რეზნიკოვის 2 მოადგილე გაათავისუფლეს.

 

მსგავსი თემები