ევროპარლამენტი ბიძნა ივანიშილისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, ბიძინა ივანიშვილსაც ეხება. კერძოდ, ევროდეპუტატები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და საუბარია მის ფუნდამეტურ როლზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილზე.

„კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციიის პროექტში.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.

 

მსგავსი თემები