„გელათის საკითხზე ეკლესია ყოველთვის პრინციპული იყო და პრინციპული დარჩება“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, გელათის საკითხზე უკან დახევა არ იქნება და ეკლესია პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს.

„ის მაინც გავაკეთოთ, რომ გელათი როგორიც ჩავიბარეთ, ჩვენს შვილებს ისეთი გადავცეთ, თუ რამე უკეთესს არ გავაკეთებთ და არ გავაუმჯობესებთ მის მდგომარეობას. სხვა პოზიცია არ განიხილება. ამ საკითხზე ეკლესია ყოველთვის პრინციპული იყო და პრინციპული დარჩება. არ მგონია, ნახოთ სასულიერო პირი, რომელიც იტყვის, რომ არაუშავს, გაფუჭდეს“ – აცხადებს მეუფე.

მსგავსი თემები