აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალ ძალებს გზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეტევას გაზაფხულზე დაიწყებს. მისივე ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალ ძალებს გზავნის.

„რუსეთის ფედერაცია ახალ ძალებს გზავნის ბრძოლის ველზე. უკრაინის მხრიდან იერიშს გაზაფხულზე ველით. ამიტომ საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინას პოტენციალი ჰქონდეს ჯავშანტექნიკაში ბრძოლის ველზე საჭირო ეფექტის შესაქმნელად. ვაპირებთ, უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენიც საჭირო იქნება. გავაგრძელებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას. თვის დასაწყისში აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის HIMARS სისტემების, საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებზე. ასევე, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 1.75 მილიარდი დოლარი გამოიყოფა“ – აღნიშნა ოსტინმა.

 

მსგავსი თემები