„პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ისევ იმ შეცდომებზე მიანიშნებს, რაც რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით დაუშვა. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა  უკრაინელ ხალხს წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა, შეარყია მშვიდობა ევროპაში და გავლენა იქონია ყველაზე მთელს მსოფლიოში საკვებისა და ენერგოკრიზისის თვალსაზრისით.

„პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა – მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, სიმამაცე და ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკავშირთან უკრაინის მხარდასაჭერად, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. დღეს, ჩვენ განვიხილავთ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის შესანარჩუნებლად“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები