,,ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, თუ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ პრეზიდენტის სიკვდილს” – ხაბეიშვილი

,,ევროკავშირში არ მიგვიღებს არავინ, თუ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ საზოგადოებას პრეზიდენტის სიკვდილს”,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაშურში გამართულ აქციაზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, საპროტესტო ტალღა საბოლოოდ დედაქალაში მოიყრის თავს.

,,ყველა ქალაქში ყველა რაიონში იქნება აქციები და საბოლოო ჯამში ეს საპროტესტო ტალღა ცხადია თავს მოიყრის დედაქალაქში. ჩვენს დებს, დედებს, მამებს – ყველას დავარწმუნებთ, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რომ არ შეიძლება რუს ოლიგარქს დავნებდეთ და ფაქტობრივად ტყვეებად ჩავბარდეთ. ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება არის პრიორიტეტული, იმიტომ, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებს არავინ, თუ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ საზოგადოებას პრეზიდენტის სიკვდილს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები