,,პროპაგანდისტი პირების მიერ განცხადებებზე აწყობილი განჩინება”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების განჩინება გადაეცა.

სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, განჩინება ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ დაცვის მხარე მას მეორე სააპელაციოში გაასაჩივრებს.

,,ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული და საჭიროებს კვლავ კვლევების გაგრძელებას მისი მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე აკრიტიკებს ქალბატონ ჯიშკარიანს და ამბობს, რომ სასამართლო პროცესიდან გაძევებული იქნა მისი არაეთიკური საქციელის გამო და სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევისთვის – რადგანაც ასე იქცეოდა აქედან გამომდინარე უნდობლობას ვუცხადებ მასო. ასევე საეჭვოდ მიიჩნია ბატონი თოიძისა და ქალბატონი ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათი ობიექტურობა. ეს გადაწყვეტილება, რაც მე წავიკითხე არის უკანონო, დაუსაბუთებელი და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. რასაც ჩვენ ვუყურებთ პროპაგანდისტულ არხებზე ამდენი თვეების განმავლობაში, გადატანილია ფურცელზე. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ამ გადაწყვეტილებას სასამართლოსთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებზე, პროპაგანდისტი პირების მიერ განცხადებებზე აწყობილი განჩინება”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები