„ყველაზე სარისკო 2 წლამდე ასაკის ბავშვებია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„გრიპის ვირუსის გავრცელება თებერვალ-მარტში კვლავ მაღალი დარჩება“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან. მისივე შეფასებით, რისკ ჯგუფია 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით კი 2 წლამდე.

„წლევანდელი წელი „ა“ ტიპის ვირუსის სიჭარბით გამოირჩევა. „ბ“ ტიპის გრიპის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში ერთეული რაოდენობითაა. ძირითადად დომინირებს H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო წლის მეხუთე კვირაში იყო „ა“ ტიპის ვირუსის სიჭარბე. თუმცა ამ ვირუსებს შორის რომელი იქნება გავრცელებული, მნიშვნელობა რა აქვს, დიდი განსხვავება არ არის კლინიკური და მკურნალობის თვალსაზრისით. ერთი რამ ცხადია, წლევანდელი წელი უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა H3N2 ტიპის ვირუსი არა მხოლოდ საქართვლოში, არამედ, მსოფლიოში“ – აღნიშნა ჩხაიძრემ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გართულებას ფილტვების პნევმონია წარმოადგენს.

„კორონავირუსისგან განსხვავებით, გრიპის ვირუსი უფრო ბავშვებში ცირკულირებს და რისკის თვალსაზრისითაც ბავშვები გამოირჩევა. 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება. განსაკუთრებით კი 2 წლამდე ასაკის ბავშვები. ამ ასაკში გრიპი უფრო მეტი გართულებით მიმდინარეობს, რაც გამოიხატება ფილტვების ანთებაში, რაც ყველაზე მძიმე გართულებაა. გარდაცვალების შემთხვევებიც სწორედ პნევმონიას უკავშირდება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრმთავარში.“

მსგავსი თემები