„ბერლუსკონის ქმედებები პუტინის ხელებზე, სისხლიან ხელებზე კოცნის მცდელობაა“ – უკრაინული მხარე

უკრაინული მხარე სილვიო ბერლუსკონის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა პუტინის სისხლიანი ხელების დაკოცნის.

„სილვიო ბერლუსკონის ბრალდებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, პუტინის ხელებზე, იდაყვებამდე სისხლიან ხელებზე კოცნის მცდელობაა“ – ასე  აფასებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ რუსეთის უკრაინის შეჭრაში უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა. მისი თქმით, იტალიის პრემიერი რომ ყოფილიყო, ზელენსკის არც შეხვდებოდა.

ბერლუსკონის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გამონათქვამები იტალიის რეპუტაციისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

„ბერლუსკონი არის VIP აგიტატორი, რომელიც მოქმედებს რუსული პროპაგანდის ფარგლებში, ის იტალიის რეპუტაციას პუტინთან მეგობრობაში ცვლის. მოიხსენით ნიღაბი და საჯაროდ თქვით, რომ უკრაინელი ხალხის გენოციდის მომხრე ხართ“, – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები