AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს 20:00 საათიდან დაიწყება

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეებს დღეს, 20:00 საათიდან  შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. აცრის პროცესი  10 მაისიდან დაიწყება – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეების საკუთარი სურვილით ირჩევენ.

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა წვიოთ პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე.

მსგავსი თემები