განგაშის უმაღლესი დონე თურქეთში – მიწისძვირის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მსგავსი თემები