ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს

ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, –  ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამიერიდან,  სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება.

ცვლილებების შედეგად:

  • ვიზის მოსაკრებლის გაიზრდება 35-დან 80 ევრომდე.
  • საჭირო გახდება დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდება.
  • ვიზის დამუშავების დრო გაიზრდება.
  • მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესები გამკაცრდება

ევროკავშირის აღნიშნული გადაწყვეტილება 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები