,,პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი მიხეილ სააკაშვილის სწრაფი გადაყვანისთვის”- შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონურმა მხარემ გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი მიხეილ სააკაშვილის სწრაფი ექსტრადირებისთვის.

„მას შეუძლია, რამდენიმე წუთში დატოვოს ციხეთა სისტემა. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ჩვენ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

თვითმფრინავზე უშუალოდ პოლონეთისგან არის ინიციატივა, ხოლო შემდგომ სად იქნება გადაყვანილი, მერე გადაწყდება. ალბათ, უფრო გერმანიაში. ვნახოთ, ჯერ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი განაჩენის გამოცხადებამდე მოინახულოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შუამდგომლობა დავაყენო. მოსამართლემ პირადად ნახოს სააკაშვილი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა, რომ ან თამარ დავარაშვილი, ან ზურაბ ჩხაიძე დაიკითხონ სასამართლო პროცესზე. ვინაიდან, მეორე მხარემ, როგორც მოგეხსენებათ, მოხსნა მათი მთავარი მოწმეები. არაა გამორიცხული, ამის შუამდგომლობა დადგეს, ვინაიდან ექიმი, რომელიც უნდა მოსულიყო და ეთქვა, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობ, საქმეში წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილია ჩვენი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნები და მეორე მხრიდან არავინ არაა, რადგან ნინო ნადირაძემ თქვა, რომ მენეჯერია და საქმის დეტალები ისტორიაში რაც წერია, მისთვის ცნობილი არაა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები