,,ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ყველა ქვეყანას რუსეთის ელჩების გაწვევისკენ მოუწოდებს.

ლიეტუვამ რუსეთი ელჩი ქვეყნიდან ჯერ კიდევ გასულ წელს, აპრილში გააძევა.

„რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და, ზოგადად, ეწევა გენოციდის პროპაგანდას“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

 

მსგავსი თემები