,,რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არ რჩებიან, აქ დროებით არიან”- შოთა ბურჯანაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები, ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩებიან. ბურჯანაძის განმარტებით, რუსები აქ დროებით იმყოფებიან.

,,ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება საქართველოში და გავლენას ვერ მოახდენენ ვერც ერთ სფეროზე, გარდა მაღაზიებისა. მათი უმრავლესობა სასტუმროებით თუ რესტორნებით არ სარგებლობენ და შეიძლება ითქვას, რომ დროებით არიან საქართველოში, რადგან მათ არ აქვთ სახსრები თავი ირჩინონ. შესაბამისად, საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ”ლტოლვილებს”. ისინი თურქეთში, სომხეთში ან დასავლეთ ევროპაში გადავლენ. ამ ადამიანების უმრავლესობა საქართველოში არ დარჩება და გავლენაც ვერ ექნებათ. გარკვეული ნაწილი ამ ადამიანების დარჩება, ისინი ვისაც, სამსახურში არ ექნებათ ენობრივი ბარიერი. ძირითადად საუბარია მშენებლობაზე და სხვა სფეროებში დასაქმებულებზე. ეს ადამიანები დარჩებიან გარკვეული პერიოდით საქართველოში,”- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

“რუსეთიდან შემოსული ნაკადი საქართველოში არ დარჩება” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები