,,რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას.

მისივე თქმით, უკრაინა ემზადება, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში.

„დღეს, ისევე როგორც, ფაქტობრივად, ყოველდღე, ჩავატარე რამდენიმე თათბირი სამხედროებთან, დაზვერვის ხელმძღვანელობასთან. დეტალურად განვიხილეთ სიტუაცია, ძირითადი ოპერატიული მიმართულებები და პერსპექტივები. განვიხილეთ ის, რისთვისაც ემზადება ოკუპანტი და ის, თუ რით ვპასუხობთ რუსეთის ასეთ მომზადებასა და რევანშის მცდელობას. ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების ძალები, ხელისუფლება, ჩვენი პარტნიორები – ყველა ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, არამედ ოკუპანტმა დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი. რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას. მე მადლობელი ვარ პარტნიორების, როლებიც ამ პოზიციას მხარს უჭერენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები