აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

აშშ-მა უკრაინას „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის ინფორმაციით, „ბრედლის“ 60 ერთეული უკრაინისკენ სამხრეთ კაროლინის ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროდან გასულ კვირას გაემართა.

მათივე განცხადებით, გაგზავნილი საბრძოლო მანქანები უკრაინის ძალებს დამატებითი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს რუსეთის უკანონო ინტერვენციისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად.

,,ბრედლი არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვაძლევთ. იმედია ეს გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს წინსვლის უზრუნველსაყოფად ბრძოლის ველზე და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, იმ აღჭურვილობით, რომელიც ემთხვევა ან აღემატება იმას, რაც რუსებს აქვთ”, – განაცხადა არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, რებეკა დ’ანჯელომ.

მსგავსი თემები