,,მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში”- რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს

,,მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამია, მოსკოვის მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს.

,,ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს არის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება. ეს მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად”, – წერს რუსეთის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო, თუმცა მაშინ საქართველომ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

მსგავსი თემები