ჩემს მიმართ იყო ფიზიკური ძალადობა – გიორგი ვაშაძე

,,პარლამენტის შენობაში გადაადგილების შეზღუდვა სპეცსამსახურების მიერ როდის აქეთ არის ნორმალური?!”- ამის შესახებ  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მის მიმართ  მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

,,ეს არის, როგორ იქცევა შავლეგ პაპუაშვილი. პარლამენტის წევრს აქვს ბიუროზე დასწრების უფლება. პარლამენტის შენობაში გადაადგილების შეზღუდვა სპეცსამსახურების მიერ როდის აქეთ არის ნორმალური? ეს პარლამენტი დაუბრუნდება ხალხს, არ იქნება აქ რუსული ინტერესების დაცვა არასდროს.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას, დაცვის უფროსი ჯანელიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, სხვებიც იქ იყვნენ, დააფიქსირეს, რომ მან ფიზიკური მოქმედებიდან გამომდინარე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ვგულისხმობ ჩემს გამოყვანას კომიტეტიდან და არა მარტო, კერძოდ, იმას, რაც შემდეგ მოხდა. ეს იყო ფიზიკური ძალადობა მათი მხრიდან, მიიღეს პასუხი მაგაზეც, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები