კომპანია „მეტა“ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს

ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, კომპანია „მეტა“ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს.

კომპანიის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პოლიტიკოსების მოსაზრებები სოციალურ ქსელებშიც მოისმინოს.

,,იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ტრამპი განათავსებს დამატებით დამრღვევ კონტენტს, კონტენტი წაიშლება და მას ერთი თვიდან ორ წლამდე შეუჩერებენ წვდომას, დარღვევის სიმძიმის მიხედვით”, – განაცხადა მეტას-ს გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა.

ტრამპის ანგარიშები 2021 წლის 7 იანვარს დაიბლოკა, როდესაც ექსპრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

მსგავსი თემები