,,ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს”- ადამ კინზინგერი

“ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს” – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ”სიენენთან” დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კინზინგერის თქმით, ეს “ძალიან სამწუხაროა”.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გაავრცელა ”სიენენის” წამყვანის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაზე. ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაციები საქართველოს გავლით მათ გვერდის არიდებაზე.

კობახიძის თქმით, ”„სიენენი“ არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.”

მსგავსი თემები