,,ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს”- გიული ალასანია

ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესები ჭიანურდება და დაკითხვები სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის არაფერს იძლევა.

„ორი-სამი დაკითხვის შემდეგ უკვე დიაგნოზები სრულიად ნათელი იყო და რას ვითხოვთ ჩვენ? ჯანმრთელობის გამო გადავადებას. ამაზე პასუხები დიდი ხანია გაგვეცა. ასე რომ დანარჩენი ახლა – დაკითხვა, პენიტენციური სისტემის, ბადრაგების, ჯანმრთელობისთვის რას გვაძლევს? არაფერს! ნული!” – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები