,,ყოველგვარი რეაგირების გარეშე…ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ”ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ.

„მიხელ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით.

ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე… ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება, ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გვექნება. ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია, თუ ჩვენებაში იტყვის და გააჟღერებს, ეს მისი პოზიციაა და მოვისმენთ”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

,,მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ”- ნინო ნადირაძე

მსგავსი თემები