,,პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით”- ირაკლი კობახიძე

,,სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც მიიღება, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით.

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას გულისხმობს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი. არავითარი სხვა პირობა არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, დავუბრუნდებოდით ამ კანონპროექტის განხილვას. არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით, არ თქმულა. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები