,,თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა ომს არ წააგებს”- არესტოვიჩი

,,რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინაში აგორებული სკანდალები კრემლის მიერ კოორდინირებული ოპერაციაა, რომელიც რუსეთის დიდი შეტევის წინ მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. მეორე – ომის მოგება უფრო რთული გახადა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რათა არ დამარცხდეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, რუსეთის ცდილობს, უკრაინელებს ყურადღება ომიდან სხვა საკითხებზე გადაატანინოს.

„ეს არის დიდი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს უკრაინისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი მცდელობა, მოიშორონ მნიშვნელოვანი ფიგურები“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

მსგავსი თემები