რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სოჭში შეხვედრას გამართავენ

დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.

ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. განსახილველ თემებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი იქნება.

ეს გასული ორ კვირის განმავლობაში პრეზიდენტებს შორის გამართული უკვე მეორე შეხვედრაა.

მსგავსი თემები