,,მაგნიტსკის რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული, სააკაშვილი ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მაგნიტსკის და მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მისი თქმით,

მისი თქმით, მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული, სააკაშვილი კი უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს.

„ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები