“ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და სასამართლო პროცესების მალე დასრულების მოლოდინი აქვს.

მისივე თქმით, პატიმრის უფლების პატივისცემა ხელისუფლების მოვალეობაა.

„ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.  თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი დასრულდება მალე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში და როგორც პატიმრის უფლებებს. კიდევ ერთხელ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოში, მისი, როგორც ბრალდებულის და პატიმრის ყველა უფლება სრულად დაცული იყოს“, – აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები