თელავში ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თელავში, ალაზნის გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება, თუმცა, მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი თემები