ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაში რუსულ კვალს ხედავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი “ხალხის ძალის” განცხადებაში რუსულ კვლას ხედავს.

„გაეცინა და თქვა, სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო. ანუ, არის იმის გაგრძელება, იმ კონტექსტის და ნარატივების, რაც თქვა ბატონმა პუტინმა“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

ადვოკატის თქმით, „ხალხის ძალის“ განცხადება არის არაპირდაპირი გზით მიმართვა ხელისუფლებისთვის, დროულად გაათავისუფლონ სააკაშვილი.

„პატრონებს რაც შეეხება, გუშინწინ მოვისმინე ბატონი პუტინის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა იგონებს სააკაშვილებს, ზელენსკებს და ა.შ და ჩვენ გვიწევს ამ გამოგონებულ ფიგურებთან ბრძოლა, ერთი დავამთავრეთ და მეორეს დავამთავრებთ. ანუ, ესაა პუტინის ნარატივის გაგრძელება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც მართლა გეგმავს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას, ჩვენ ამაზე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება და ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისკენ. ვინ არის ეს ვიღაც? ამ წუთში სავარაუდოდ ივარაუდება ხელისუფლება, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, აქ ამერიკელებს ხელი არაფერში მიუწვდებათ, არც ევროპელებს, პირიქით. ყველაფერი, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის დაპატიმრების, ასევე შემდეგ სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, მთლიანად ეკუთვნის და კონტროლქვეშაა საქართველოს ხელისუფლების. ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ესაა არაპირდაპირი გზით მიმართვა ხელისუფლებისთვის, გაუშვან სააკაშვილი დროზე, თუ არ უნდათ, რომ მათ დაბრალდეთ მისი სიკვდილი, რაშიც ვეთანხმები“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

,,პატრონებმა თუ მიზანს ვერ მიაღწიეს,  რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”- ”ხალხის ძალა”

მსგავსი თემები