„მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს  საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ნება დართოს. ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ პატიმრობის პირობებით გამოწვეული იმ გართულებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ნება დართოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.

მსგავსი თემები