ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაშია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა სიაშია.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

ოქროს ბურთის  ნომინანტების სია ასე გამოიყურება: ხულიან ალვარესი, ნიკოლა ბარელა, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოშკო გვარდიოლი, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, რობერტ ლევანდოვსკი, რანდოლ კოლო მუანი, ემელიანი მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, ბუკაიო საკა, მოჰამდ სალაჰი, ბერნარდო სილვა, ვინისიუს ჟუნიორი.

მსგავსი თემები