,,ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის იზიკური მდგომარეობა ძალია ცუდია. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ შედგება “მაგნიტსკის სიის” მსგავსი და ყველა აგებს პასუხს მისი შვილის მიმართ უკანონო ქმედებების გამო.

,,ადამიანი არის მოწამლული და ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. სასამართლოები ჭიანურდება სამწუხაროდ, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია wall street journal-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს, სიმულიანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ.  გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი, მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, მაგნიტსკის სიის მსგავსი შედგება აქ და მე იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და ასეთ მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

მსგავსი თემები