,,ვგმობ თავდასხმას ბრაზილიაში დემოკრატიაზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე”- ჯო ბაიდენი

,,ვგმობ თავდასხმას ბრაზილიაში დემოკრატიაზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე,” – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების პრეზიდენტის სასახლეში, უზენაესი სასამართლოსა და კონგრესის შენობებში შეჭრას.

„ბრაზილიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ და ბრაზილიელი ხალხის ნება არ უნდა დაირღვეს. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელებ მუშაობას პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.

ბრაზილიის სამთავრობო შენობები პოლიციამ დაიკავა – დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი

მსგავსი თემები